Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: ხელისუფლება „პოლიტიზებულ რუსულ გაზზე“ აკეთებს აქცენტს


ირაკლი ალასანია, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „არია ურთიერთობა“ სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან და აქცენტს აკეთებს, „ძვირ და პოლიტიზირებულ“ რუსულ გაზზე. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში გუშინდელ ვიზიტს. ალასანიას თქმით, ის ნაბიჯები, რაც მალულად გადადგა საქართველოს მთავრობამ ენერგოუსაფრთხოების მოლაპარაკებების კუთხით და კონკრეტულად "გაზპრომთან" დაკავშირებით, ბუნებრივია გამოიწვევდა სტრატეგიულ პარტნიორებში გაურკვევლობას და კითხვის ნიშნებს. საქათველოს ხელისუფლება არაფერს ამბობს აზერბაიჯანთან რაიმე სახის უთანხმოების შესახებ. თუმცა, 10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოულოდნელად ესტუმრა აზერბაიჯანს და სამსაათიანი მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან. საქართველოს მთავრობის ოფისის ცნობით, ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

XS
SM
MD
LG