საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების გასაცნობად 11 ოქტომბერს აჭარას ესტუმრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით, კონკრეტული დავალებები მისცა. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხზე, ზარალის დათვლის დასრულებისთანავე იმსჯელებს. სამუშაო შეხვედრაზე პრემიერმა ასევე მოისმინა ანგარიში რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1