Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვში ტერაქტი აღკვეთეს


რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, მოსკოვში დააკავეს პირთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ტერაქტს გეგმავდა. უწყების ინფორმაციით, ბანდიტები მოსკოვის დასალეთ ადმინისტრაციული ოლქის ერთ-ერთ რაიონში აფარებდნენ თავს. პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ეჭვმიტანილთა შესაპყრობად საცხოვრებელი სახლიდან ათობით მობინადრის დროებითი ევაკუაცია გახდა საჭირო.

XS
SM
MD
LG