Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილმა მიულოცა ლუკაშენკოს ახალი ვადით პრეზიდენტად არჩევა


ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელორუსიის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „ბელარუსის მოსახლეობამ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვითარებისაკენ, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს თქვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, თქვენი შემდგომი მოღვაწეობა კვლავაც მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობის განვითარებას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის გაგზავნილ მისალოც წერილში. ბელორუსიის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა ალექსანდრ ლუკაშენკოს მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან ბელორუსიის ლიდერს წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. "დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელორუსიის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში.

XS
SM
MD
LG