Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა თვლის, რომ სირიაში რუსეთის სტრატეგია უხეირო მმართველობას გვიჩვენებს


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანახმად, რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმირ პუტინი, სირიის ხელისუფლებისთვის მხარდაჭერით გვიჩვენებს უხეირო მმართველობას, მიუხედავად მოსკოვის მტკიცებისა, ობამას თქმით, რომ კანონიერ ხელისუფლებას ეხმარება მეამბოხეებთან ბრძოლაში. 11 ოქტომბერს ობამამ განაცხადა, ბატონი პუტინი თავის ჯარს, თავის სამხედროებს იყენებს იმისთვის, რომ როგორმე გადაარჩინოს ერთადერთი მოკავშირე, ბაშარ ალ-ასადიო. ეს სიძლიერის ნიშანი არ არის, თქვა ობამამ "სი-ბი-ესის" საინფორმაციო პროგრამა „60 წუთში“. ღრმა კრიზისის მოგვარების გზა ის იქნება, რომ მთავარმა პარტნიორებმა აღიარონ, საჭიროა გარდამავალი მთავრობის შექმნა. ამის გარეშე არაფერი გამოვა, თვლის აშშ-ის პრეზიდენტი. ობამამ ეს განაცხადა ცნობის ფონზე, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა არსებით წარმატებას მიაღწიეს მეამბოხეებთან ბრძოლაში რუსეთის საავიაციო ოპერაციის დახმარებით.

XS
SM
MD
LG