Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინისგან მოითხოვს იანუკოვიჩის მმართველობის დროს აღებული ვალის დაბრუნებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინადადებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, დამატებით 3 მილიარდი დოლარი გამოუყოს უკრაინას, რათა მან შეძლოს რუსეთის ვალის გადახდა. პუტინის თქმით, ეს იქნება ყველაზე მარტივი გზა, რათა ყველა დაკმაყოფილდეს და ბედნიერი იყოს. რუსეთს უკვე დაბლოკილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკრაინის დახმარების გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 17, 5 მილიარდი დოლარის გადაცემას გულისხმობდა, რითაც უკრაინა მილიარდობით დოლარი ვალის გასტუმრებას შეძლებდა, მათ შორის, რუსეთისთვისაც. პუტინის თქმით, ვალის გადახდის ბოლო ვადა დეკემბერშია. უკრაინამ ვალი რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს აიღო, სანამ მას 2014 წლის თებერვალში პოსტიდან გადააყენებდნენ. რუსეთი უკრაინას ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანითა და სხვა ზომების მიღებით ემუქრება.

XS
SM
MD
LG