Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თალიბანი ქალაქ ყუნდუზს ტოვებს


თალიბანმა განაცხადა, რომ ტოვებს ქალაქ ყუნდუზს, ჩრდილოეთი ავღანეთის სტრატეგიულ ქალაქს, რომელიც მას სექტემბერში ჩაუვარდა ხელში. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰინმა განაცხადა მედიისთვის მიწერილ ელექტრონულ წერილში, რომ თალიბები ქალაქს ტოვებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშვიდობიან მოსახლეობაში შემდგომი მსხვერპლი. ავღანეთის ოფიციალური პირების თანახმად, ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.

XS
SM
MD
LG