Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხი ჯარისკაცები უნგრეთის არმიას შენგენის საზღვრის გაკონტროლებაში ეხმარებიან


ჩეხი ჯარისკაცები დღეიდან უნგრეთის არმიას მიგრანტთა ახალი ტალღის შესაჩერებლად შენგენის საზღვრის დაცვაში დაეხმარებიან. ჩეხი ჯარისკაცები ორ თვეს დარჩებიან უნგრეთის ქალაქ კაპოსვარში, სადაც „ბალატონის“ სახელწოდებით ცნობილ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოცდაერთივე ჩეხი ჯარისკაცი საინჟინრო ჯარების წარმომადგენელია და ისინი უნგრელ ჯარისკაცებს საზღვრის აღმართვაში, ტექნიკის ტრანსპორტირებასა და საველე სამზარეულოების მოწყობაში დაეხმარებიან. ამ მიზნით ჩეხეთის არმიამ უნგრეთში სპეციალური სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებიც მიავლინა.

XS
SM
MD
LG