Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის ხელისუფლებამ დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი


მოლდავეთის ხელისუფლებამ დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, მმართველი პროევროპული კოალიციის ლიდერი. მას ბრალი ედება საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის ქურდობასთან კავშირი. ტელევიზიით აჩვენეს, თუ როგორ დააკავეს ფილატი ნიღბიანმა პირებმა პარლამენტის სხდომიდან ერთი საათის შემდეგ. პარლამენტმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუხსნა იმუნიტეტი მისი სავარაუდო კორუფციული საქმიანობის გამო. ფილატი, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, წინასწარ პატიმრობაში 18 ოქტომბრამდე დარჩება, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადა შესაძლოა გაიზარდოს, თუკი სასამართლო მის დაკავებას მოითხოვს. პროკურორის განცხადებით, ფილატმა მთლიანობაში 250 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამი აიღო ერთ-ერთი ბიზნესმენისგან და კონტროლი გადასცა მას სამი ბანკიდან ერთ-ერთზე, საიდანაც 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 1 მილიარდი დოლარი დაიკარგა. პროკურორის განცხადებით, საქმეში ვლად ფილატის ბრალეულობა ნათელია.

XS
SM
MD
LG