Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირი კონტაქტი დაამყარა თურქეთის არმიასთან


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაამყარა პირდაპირი კონტაქტი თურქეთის არმიასთან სირიაში რუსეთის საფრენი აპარატის გამო, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც თურქეთმა ჩამოაგდო უპილოტო, ამოუცნობი საფრენი აპარატი, რომელიც სირიდან შეფრინდა თურქეთის საჰაერო სივრცეში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ ის სტამბოლში 18 ოქტომბერს გამართავს კონსულტაციებს თურექთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. თურქეთის სამხედრო უწყების ცნობით, მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიიდან შესული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 16 ოქტომბრის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუდგენელი წარმომავლობის თვითმფრინავმა სამ გაფრთხილებაზე არ მოახდინა რეაგირება, რის გამოც მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს თურქეთის სამხედრო კანონმდებლობის შესაბამისად. ნატოს წევრმა თურქეთმა არაერთგზის განაცხადა რუსეთის სამხედრო ავიაციის მხრიდან მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.

XS
SM
MD
LG