Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს სირიაში ჯარის ყოლას


თეირანმა გამოაცხადა, რომ არ ჰყავს სირიაში ჯარი, მაგრამ აპირებს მრჩევლების სახით დახმარება გაუზარდოს სირიის მთავრობას ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში. საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილემ, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სირიაში ირანელი ჯარისკაცები არ იმყოფებიან მიუხედავად აშშ-ის მტკიცებისა, რომ ორი ათასამდე სამხედროა ირანიდან და სხვა რეგიონული ქვეყნებიდან სირიაში ჩასული ასადის დასახმარებლად. მისი თქმით, ირანი აძლიერებს სირიისთვის დამხმარებას მრჩეველების ფორმით ტერორიზმთან ბრძოლაში. ირანი სირიის მთავარი მოკავშირეა და სირიის არმიასა და რუსეთის საჰაერო ძალებთან კოორდინაციას აწარმოებს მეამბოხეთა წინააღდეგ ბრძოლაში. მეამბოხეთა რაზმები 2011 წლის შემდეგ ებრძვიან სირიის მთავრობას პრეზიდენტ ასადის ჩამოსაგდებად. 250 ათასამდე ადამიანი დაიხოცა მას შემდეგ და მილიონობით იძულებული იყო დაეტოვებინა სამშობლო.

XS
SM
MD
LG