Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაათავისუფლეს გერმანელი მძევალი


გერმანელი მძევალი ქალი, რომელიც აგვისტოში იქნა გატაცებული, გათავისუფლეს და ის თავს კარგად გრძნობს. გერმანიის ორგანიზაციის,„საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული საზოგადოების“ თანამშრომელი ქალი, ცნობით, თავს კარგად გრძნობს „გარემოების შესაბამისად“ და ბედნიერია იმის გამო, რომ გამოუშვეს. მძევლად აყვანა მოხდა ქაბულში, როცა უცნობმა პირებმა მანქანა გააჩერეს და ქალი, რომლის ვინაობაც არ ვრცელდება, გატაცეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც თეირანშია ვიზიტად, კმაყოფილება გამოხატა და მადლობა გადაუხადა ავღანეთის მთავრობას და უშიშროების ძალებს.

XS
SM
MD
LG