Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა ოპოზიციის დემონსტრაციის წინააღმდეგ


ჩერნოგორიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. რეპორტიორების თანახმად, პოლიციამ გაზი გამოიყენა, როცა დემონსტრანტები შეეცადნენ მისი ზღუდის გარღვევას. ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა ფრონტმა, კარვები გაშალა პარლამენტთან სექტემბერში და მთავრობის გადადგომა ითხოვა. პოლიციამ კარვების ქალაქი მოშალა, რასაც მოჰყვა დემონსტრაცია.

XS
SM
MD
LG