Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი წლის ბოლოსთვის ვარაუდობს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების პირობების შესრულებას


ირანი წლის ბოლოსთვის ვარაუდობს თეირანსა და მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებას. ამის თაობაზე ვენაში განაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, აბას არაქჩიმ. შეთანხმების თანახმად, ირანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს მიწისქვეშა ატომურ სადგურში, მძიმე წყლის რეაქტორებსა და ურანის მოპოვებაში. აშშ-ში ასევე აცხადებენ, რომ ირანს სანქციები მხოლოდ მას შემდეგ მოეხსნება, რაც საერთაშორისო ბირთვული ენერგეტიკის სააგენტო შეამოწმებს ირანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულების პროცესს.

XS
SM
MD
LG