Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი დაუგეგმავი ვიზიტით ეწვევა ისრაელსა და პალესტინელთა ავტონომიას


დღეს ისრაელსა და პალესტინელთა ავტონომიურ ტერიტორიას წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. პალესტინელთა მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის რაიდ მალკის განცხადებით, ბან კი მუნი შეხვდება როგორც ისრაელის, ისე პალესტინელთა ავტონომიის ლიდერებს. გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ, მაგრამ დეტალების დაზუსტებისგან თავის შეიკავა. ვიზიტის დაწყებამდე ბან კი მუნმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა ორივე მხარეს. ბოლოდროინდელ შეტაკებებისა და თავდასხმების შედეგად დაიღუპა 40-ზე მეტი პალესტინელი და ისრაელის რვა სამხედრო.

XS
SM
MD
LG