Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი, შესაძლოა, მორიგი ბირთვული გამოცდისთვის ემზადებოდეს


სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის აზრით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მეოთხე ბირთვული გამოცდისთვის ემზადება, თუმცა ეს გამოცდა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში არ იგეგმებოდეს. ამის შესახებ იუწყებიან სამხრეთ კორეის პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც დღეს სპეცსამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ. ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა ემყარება ჩრდილოეთ კორეის მთავარ ბირთვულ ობიექტზე, იონბიონის კომპლექსზე სისტემატურ დაკვირვებას. გასულ თვეში ჩრდილოეთმა კორეამ განაახლა და ხელახლა აამუშავა ბირთვული საწვავის მწარმოებელი ობიექტები, რითაც უცხოელ ექსპერტებს აფიქრებინა, რომ ის, შესაძლოა, მეოთხე ბირთვული გამოცდისთვის ემზადებოდეს.

XS
SM
MD
LG