Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში უსაფრთხო ფრენაზე


პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-მა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში ფრენის უსაფრთხოების თაობაზე. იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული რუსეთისა და აშშ-ის ავიაციის შესაძლო ინცინდენტები, დოკუმენტი აწესრიგებს პილოტიანი და უპილოტო საფრენი აპარატები მოქმედებას სირიის საჰაერო სივრცეში. პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ტექსტი რუსეთის თხოვნით გამოქვეყნდება. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ოქტომბრიდან, სირიის მთავრობის თხოვნის საფუძველზე, რუსეთმა დაიწყო საავიაციო ოპერაცია სირიაში, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით საავიაციო იერიშებს კოალიციაც ახორციელებს.

XS
SM
MD
LG