Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის აკვატორიაში დაიწყო აშშ-ის სამხედრო გემის ეკიპაჟის და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნა


ბათუმის აკვატორიაში დაიწყო აშშ-ის სამხედრო გემის, „პორტერის“ ეკიპაჟის წევრების და საქართველოს სანაპირო დაცვის დანაყოფების ერთობლივი წვრთნა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, წვრთნები მოიცავს ზღვაში ძებნა-გადარჩენის დაგეგმვას, კატარღის შემოტევისგან დაცვას, პირველადი დახმარების აღმოჩენას და ერთობლივ მანევრებს. დეპარტამენტის განცხადებით, ქართულ-ამერიკული წვრთნების მიზანი შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაა. აშშ-ის სამხედრო ფლოტის რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი „პორტერი“ ბათუმის პორტში 20 ოქტომბერს შევიდა. საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ამერიკული სამხედრო გემის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაშინგტონის სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთო ამოცანების გადასაწყვეტად. „პორტერი“ საქართველოს 23 ოქტომბერს დატოვებს.

XS
SM
MD
LG