Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი პალესტინელთა ლიდერს შეხვდა რამალაში


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს ძალადობა, როცა ის პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რამალაში. აბასმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა პალესტინელებს არ სურთ ძალადობა, მაგრამ პოლიტიკური ჰორიზონტის სიმწირემ, მომავლის იმედის უქონლობამ, ეკონომიკურმა სიძნელეებმა მიიყვანა ისინი აჯანყებამდე, როცა ის ძალადობის მიზეზებზე ლაპარაკობდა. ბან კი მუნმა განაცხადა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა აზრიანი მოლაპარაკების პირობები შევქმნათო. მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელებზე და ისრაელებზეა დამოკიდებული, აირჩიონ მშვიდობაო. ბანი შეხვდა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეტანიაჰუსაც. მან დაგმო ისრაელებზე დანით თავდასხმის შემთხვევები, და იქვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ისრაელის მიერ მიღებული უმკაცრესი უსაფრთხოების ზომები „კონტრაპროდუქტიული შეიძლება იყოს. ბოლო ხანებში 47 პალესტინელი და ერთი არაბი ისრაელი იქნა მოკლული; დახოცილ ისრაელთა რიცხვი რვას უდრის.

XS
SM
MD
LG