Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მძაფრად აკრიტიკებს მოსკოვს ასადის მასპინძლობისთვის


აშშ-მა მძაფრად გააკრიტიკა რუსეთი იმისთვის, რომ მან (როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა) „წითელი ხალიჩა დაუფინა“ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, რომელიც 20 ოქტომბერს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია მოსკოვს და შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. „ჩვენი აზრით, წითელი ხალიჩა ასადისთვის, რომელმაც ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, შეუსაბამობაშია რუსეთის გამოცხადებულ მიზანთან, თითქოს სირიაში პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს“, უთხრა დღეს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ შულცმა.

XS
SM
MD
LG