Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალმა "პატრისიამ" მოსალოდნელზე ნაკლები ზიანი გამოიწვია მექსიკაში


მექსიკა, როგორც ჩანს, გადაურჩა ძალიან მძიმე ზიანს, რომლის საფრთხეც ქარიშხალ „პატრისიას“ უკავშირდებოდა. „პატრისია“ გამოცხადებულია დასავლეთ ნახევარსფეროზე დღემდე აღრიცხულ უძლიერეს ქარიშხლად - მას უმაღლესი, მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. დასავლეთ მექსიკაში მას ძლიერი ქარი და წვიმა ახლდა, თუმცა მოსალოდნელივით მძიმე ზიანი არ გამოუწვევია. ის შესუსტდა და ახლა მეორე კატეგორიის ტროპიკულ ქარიშხლად არის მიჩნეული. მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ მოსახლეობას მოუწოდა, თავშესაფრებში დარჩეს და მას აღუთქვა უშიშროების ძალების დახმარება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „პატრისია“ მექსიკის სანაპიროზე შედარებით ნაკლებად დასახლებულ რაიონს დაატყდა საათში 265 კილომეტრის სიჩქარით და, შესაბამისად, მიჩნეულია ყველაზე ძლიერ ქარიშხლად ამერიკის ისტორიაში. ევაკუირებულ იქნა ათასობით ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი, დაიხურა აეროპორტები.

XS
SM
MD
LG