Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა ირანის ელიტური გვარდიის კიდევ ორი წევრი


ირანის მედიის ინფორმაციით, სირიაში დაიღუპა ირანის რევოლუციური გვარდიის კიდევ ორი წევრი. ეს ინფორმაცია გავრცელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ 23 ოქტომბერს დაადასტურა სირიაში ორი პირის დაღუპვის ამბავი. საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ 24 ოქტომბრის ცნობით, ორი ირანელი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისას. ირანი, როგორც რეგიონში სირიის პრეზიდენტის მთავარი მოკავშირე, დამასკს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს ოთხი წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომში. ბოლოხანს გაიზარდა სირიაში დაღუპული ირანელების რიცხვი.

XS
SM
MD
LG