Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა


13 კაცი დაიღუპა პაკისტანში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი ავღანეთის ჰინდუკუშის რეგიონში მდებარეობდა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის კორესპონდენტმა საკუთარი თვალით იხილა ჩამონგრეული სახლები ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში. მიწისძვრამ დააზიანა ელექტროგაყვანილობისა და კავშირგაბმულობის ხაზები. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 17 ადამიანი, მათ შორის 12 გოგო დაიღუპა ქალაქ ტალოგანის სკოლასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად. მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და შეარყია ქაბულში, ისლამაბადსა და დელიში მდებარე შენობები.

XS
SM
MD
LG