Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 150-ს მიაღია


150-ს მიაღწია 26 ოქტომბერს სამხრეთ აზიაში მომხდარი ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ. 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჰინდუკუშის რეგიონში მდებარეობდა. მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და შეარყია ქაბულში, ისლამაბადსა და დელიში მდებარე შენობები.120 კაცი პაკისტანში დაიღუპა, 30 - ავღანეთში. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის კორესპონდენტმა საკუთარი თვალით იხილა ჩამონგრეული სახლები ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში. მიწისძვრამ დააზიანა ელექტროგაყვანილობისა და კავშირგაბმულობის ხაზები. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 17 ადამიანი, მათ შორის 12 გოგო დაიღუპა ქალაქ ტალოგანის სკოლასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად.

XS
SM
MD
LG