Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი აპირებს ავღანეთში თავისი ჯარისკაცების დატოვებას


ბრიტანეთი მიმდინარე წლის შემდეგაც დატოვებს ავღანეთში თავის სამხედრო მოსამსახურეებს ამჟამინდელი რაოდენობით. ამ პირობას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი დებს 27 ოქტომბერს პარლამენტისთვის წარდგენილ წერილობით განცხადებაში. განცხადება გაკეთდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ცნობა, რომ ავღანეთში დატოვებს 5500-ს ჯარისკაცს მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის ბოლოს ამოიწურება ავღანეთში მათი მისიისათვის განსაზღვრული ვადა. ნატომ ალიანსის წევრებს მოუწოდა ასეთივე ნაბიჯის გადადგმისაკენ. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი მიესალმა ბრიტანეთის განცხადებას. ბრიტანეთი 450 ჯარისკაცით მონაწილეობს ავღანეთის არმიის ოფიცრების წვრთნაში, ძალოვანი სამინისტროების დახმარებასა და ნატოს ოპერაციების მხარდაჭერაში. ნატომ 2014 წელს დაასრულა საბრძოლო ოპერაციები ავღანეთში, მაგრამ ამ ქვეყანაში დატოვა 13 000-მდე ჯარისკაცი ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში.

XS
SM
MD
LG