Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასობით დევნილი ჩავიდა გერმანიისა და ავსტრიის საზღვარზე


ასობით დევნილი ჩავიდა ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე სამშაბათს, საღამოს. მართალია, მათი რაოდენობა მცირეა ორშაბათთან შედარებით, თუმცა გერმანიის პოლიციის განცხადების თანახმად, მდგომარეობა კრიტიკულია. დევნილები გუშინ საკმაოდ გვიან ჩავიდნენ საზღვართან და შესაბამისად, გარეთ სიცივეში მოუწიათ ტრანსპორტის ლოდინი, რომელსაც მათი შემდგომი გადაადგილება უნდა უზრუნველყო. საღამოს ცხრა საათისთვის ჯერ კიდევ 1 200-მდე დევნილი ელოდებოდა ტრანსპორტს საზღვარზე. წინა საღამოს ამ დროისთვის კი დევნილების რაოდენობა ორჯერ ნაკლები იყო. პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი დევნილი ჩადის, ამიტომაც რთულია მათი დროული ტრანსპორტირება. მართალია, გერმანია წინასწარ იღებს ავსტრიის მთავრობიდან დევნილების სავარაუდო რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა მათი რეალური რაოდენობა წინასწარ მონაცემებს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG