Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გრძელდება სირიის კონფლიქტის დასრულების მიზნით შეხვედრა


ვენაში გრძელდება სირიის კონფლიქტის დასრულების მიზნით შეხვედრა, რომელიც იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მთავარი რეგიონული მოკავშირე, ირანი, პირველად მონაწილეობას ამგვარ შეხვედრაში, დამასკის მეორე მოკავშირე რუსეთთან ერთად. 29 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. კერი შემდეგ შეხვდა თურქეთის და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

XS
SM
MD
LG