Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს


31 ოქტომბერს საქართველოში შუალედური არჩევნები იმართება. პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ირჩევენ. ამ პროცესში ძირითადად ორი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ – უპირისპირდება ერთმანეთს. ხოლო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის პროცესი დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მდგომარეობით, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 12,7 პროცენტმა, მარტვილში 12,7 პროცენტმა. დმანისში 7,2 პროცენტმა, ვანში 21 პროცენტმა, ხობში 20,1 პროცენტმა. კომისიის ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG