Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილი არჩევნებში ჯარისკაცების გამოყენებას აპროტესტებს


ჩნდება ეჭვი, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჯარისკაცების ხმების გამოყენებას ცდილობს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსიდან" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უჯარმაში, სადაც მუხროვანის სამხედრო ბაზაა, გახსნილია სპეცუბანი, სადაც ხმას ჯარისკაცები აძლევენ.ახალია ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულები არიან სოფლის რწმუნებულები და გამგებლები. იგი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერი საარჩევნო უბნებზე იარაღით შენიშნეს. ინაშვილის თქმით, საგარეჯოში ბევრი პროვოკატორია ჩამოსული და არ არის გამორიცხული, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სახელის გამოყენება ხდებოდეს სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებისთვის.

XS
SM
MD
LG