Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ მკრეხელობა უწოდა „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ ფოტოს გამოფენას


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილიას უნივერსიტეტში "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" ფოტოს გამოფენას მკრეხელობა უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, 23-24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტმა ჩაატარა კონფერენცია - "როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში".კონფერენციის დროს გამოიფინა ფოტო და ფერწერული ნამუშევრები, თემატური სათაურით, - "დუმილი და უენობა". მათ შორის იყო რამდენიმე ფემინისტური შინაარსის ფერწერული ნამუშევარი, რომელთაგან მხატვარ ლია უკლებას ერთმა ნახატმა სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, მას უკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

XS
SM
MD
LG