Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიციური პარტია „უკროპის“ ლიდერი დააკავეს


უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა პოლიტიკური პარტია „უკრაინის პატრიოტების“ ლიდერის, გენადი კორბანის დაკავება, რომელიც ეჭვმიტანილია დნეპროპეტროვსკში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში. გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიკვიდაციის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება სპეცოპერაცია და მას არაფერი კავშირს არ აქვს დაკავებულის პოლიტიკურ საქმიანობასთან. პარტია „უკროპი“ კი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის გენადი კორბანს, რომელიც გავლენიანი უკრაინელი მილიარდელის, პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაპირისპირებული დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის დაახლოებული პირია.

XS
SM
MD
LG