Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურორი თავდასხმას გადაურჩა


უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი პროკურორი აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა ქვეყნის გენერალურ პროკურორზე, ვიქტორ შოკინზე მიიტანეს იერიში, მისი მოკვლის მიზნით. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანატოლი მატიოსმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ შოკინის ოფისს მეზობელი შენობიდან სამი ტყვია ესროლეს 2 ნოემბერს, გვიან საღამოს. მისი თქმით, შოკინის სიცოცხლე გადაარჩინა ტყვიაგაუმტარმა შუშებმა ოფისის ფანჯრებში. მატიოსმა დასძინა, რომ ტყვიები შოკინის თავში და სხეულზე იყო დამიზნებული. შოკინი თებერვალში დანიშნა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მას ოპონენტები ადანაშაულებენ არასათანადოდ სწრაფ მოქმედებაში კორუფციასთან დაკავშირებული იმ მაღალი პროფილის საქმეებთან მიმართებით, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირეებს ეხება. იანუკოვიჩი 2014 წლის თებერვალში, პრო-ევროპული საპროტესტო ტალღით დაამხეს.

XS
SM
MD
LG