Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტურმა დაჯგუფებამ უჩვეულო შეტევა განახორციელა ქურთისტანის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ირანში


რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ უჩვეულო შეტევა განახორციელა ქურთისტანის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ირანში. ამბოხებულებმა 3 ნოემბერს დროებით ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება შენაერთში, რომლის მახლობლადაც ნავთობის რამდენიმე საბადო მდებარეობს. თვითმკვლელმა მოიერიშეებმა თავი აიფეთქეს საკვანძო საკონტროლო პუნქტებზე და ამით გზა გაუხსნეს სამ მებრძოლს დიბის შენაერთისკენ, რომელიც ირბილის სამხრეთით მდებარეობს. სამმა აჯანყებულმა ქალაქის მერის ოფისი დაიკავა და ცეცხლი გაუხსნა დაცვის თანამშრომლებს. ქურთისტანის პოლიციამ კონტროლი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ერთი აჯანყებული სროლისას დაიღუპა, დანარჩენმა ორმა კი თავი აიფეთქა. სროლისას ასევე დაიღუპა ოთხი ქურთი მებრძოლი. შეტევის შემდეგ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG