Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოითხოვს შეთანხმებას სირიაში მებრძოლი ოპოზიციონერების ჯგუფებზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოდის მოწოდებით, შეიქმნას სირიაში მებრძოლი ოპოზიციონერების იმ ჯგუფების სია, რომლებსაც გაეროს ეგიდით სამშვიდობო მოლაპარაკებაზე მიიწვევენ. ლავროვმა 4 ნოემბერს მოსკოვში გაეროს წარმომადგენელთან, სტაფან დე მისტურასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიელმა ოპოზიციონერებმა უნდა შექმნან ერთიანი დელეგაცია დამასკთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. თავის მხრივ, დე მისტურამ, რომელიც სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენელია, მნიშვნელოვანი უწოდა მუშაობას დამასკში სხვადასხვა ძალის წარმომადგენლების მთავრობის შესაქმნელად. 30 ოქტომბერს ვენაში შეხვედრისას, 17 ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ გაეროს თხოვენ, მისი ეგიდით ჩატარდეს მოლაპარაკება სირიის მმართველ რეჟიმსა და ოპოზიციას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რათა გზა გაიხსნას სირიის ახალი კონსტიტუციის შექმნისა და გაეროს ზედამხედველობით არჩევნების ჩატარებისაკენ.

XS
SM
MD
LG