Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს "რუსთავი 2"-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო


ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად გამოხატავს შეშფოთებას "რუსთავი 2"-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო. საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენმა საელჩოებმა არა ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, წაიკითხავთ დოკუმენტში, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს, წერენ დიპლომატები და მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს. მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია, წაიკითხავთ განცხადებაში, რომლის ავტორები გააგრძელებენ მოვლენებზე ყურადრებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გაუზიარებენ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს, წაიკითხავთ ამ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამდა საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებმა გაავრცელეს.

XS
SM
MD
LG