Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგული მედიის თანახმად "აირბას 321" ჰაერში აფეთქდა


საფრანგეთის მედიის თანახმად, რუსეთის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილი შავი ყუთების ჩანაწერები ცხადყოფენ, რომ საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნის წინ ჰაერში მოულოდნელი და ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. საფრანგეთის „ფრანს ტვ2“ ის თანახმად, „ფრენის დროს გაკეთებულ ჩანაწერზე, აშკარად ისმის აფეთქების ხმა“. ტელევიზია ეყრდნობა იმ გამომძიებლის მონაყოლს, რომელსაც ჰქონდა წვდომა „აირბას 321“-ის შავ ყუთებთან. გასულ შაბათს ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, სულ 224 მგზავრი დაიღუპა. რუსეთისა და ეგვიპტის ხელისუფლებები ავაიაკატასტროფის გამომწვევ დასკვაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG