Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნორმანდიის ოთხეული“ შეთანხმდა უკრაინიდან მძიმე შეიარაღების გატანაზე


რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დასრულდეს მძიმე შიეარაღების გატანის პროცესი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან, რომელიც პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას ერთმანეთისაგან ჰყოფს. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომელმაც დასძინა, რომ რეგიონში იკლო ძალადობამ, ხოლო მსუბუქი შეიარაღების გატანის პროცესი სრულიად დასრულდა. შტაინმაიერმა ასევე ხაზი გაუსვა კიევისა და სეპარატისტთა ლიდერების ერთობლივ მუშაობას, რამაც დონბასში რეგიონული არჩევნების ჩატარებისა და დამკვირვებლების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

XS
SM
MD
LG