Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აპირებს ბალკანეთში მიგრანტთა ცენტრების შექმნას


ევროკავშირი განიხილავს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ბალკანეთში მიგრანტების ცენტრების შექმნას ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა როგორც განაცხადა, ახალი ცენტრები აშენდება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიც არის სერბია და მაკედონია. წელს ევროპაში ჩასული 800 ათასამდე მიგრანტის უმრავლესობა ე.წ. ბალკანეთის მარშრუტით, ანუ საბერძნეთის, მაკედონიის, სერბიის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის გავლით მიეშურებოდა გერმანიაში და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ბალკანეთში მიგრანტების ცენტრების შექმნას საჭიროდ მიიჩნევენ ზამთრის მოახლოების გამო, როცა მიგრანტებს გარეთ სიცივეში ყოფნა ემუქრებათ ბალკანეთში, შედარებით ღარიბ ქვეყნებში, რადგან ევროკავშირის მდიდარ სახელმწიფოებში, გერმანიასა და შვედეთში, თანდათან იწურება მიგრანტების მიღების შესაძლებლობები.

XS
SM
MD
LG