Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი "რუსთავი 2"-ზე ესაუბრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, თბილისში ვიზიტისას რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. როგორც ჟურნალისტებს უთხრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, საუბარი იყო იმაზე, თუ „რა ხდება დღეს საქართველოში, იმ პროცესებზე, რომლებიც განვითარდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათ აინტერესებდათ ის ინფორმაცია და კონკრეტული რეაგირებაც ექნებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით“. გიგაურის თქმით, მოგერინისთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე და ვიზების ლიბერალიზაციაზე. მოგერინი უკვე გაემგზავრა საქართველოდან.

XS
SM
MD
LG