Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში 21 წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცნობილი ოპოზიციონერი


უზბეკეთში 21 წელიწადზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცნობილი ოპოზიციონერი, მუროდ ჯურაევი. ტაშკენტში დაფუძნებულმა უფლებადამცავმა ცენტრმა, „ეზგულიკმა“, ჩვენს რადიოს შეატყობინა, რომ ჯურაევი 12 ნოემბერს გამოუშვეს ტაშკენტის მახლობლად, ქალაქ ჩირჩიკში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდნ. 63 წლის მუროდ ჯურაევი ეთნიკური თურქმენია. ის უზბეკეთის პარლამენტის წევრი იყო 1991-92 წლებში, ხოლო 1994 წლის სექტემბერში დააპატიმრეს ხელისუფლების დამხობის დაგეგმვის ბრალდებით. მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნაზე საუბრობენ. ჯურაევს ჯერ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით ოთხჯერ გაუგრძელეს ვადა საპატიმროს შინაგანაწესის დარღვევის ბრალდებით. ჯურაევის გათავისუფლება ორ კვირაზე ნაკლებ დროში მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტს ტაშკენტში, სადაც ის უზბეკეთის პრეზიდენტ, ისლამ კარიმოვს შეხვდა.

XS
SM
MD
LG