Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტი გადადგა


პოლონეთის პრემიე-მინისტრის, ევა კოპაჩის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი გადადგა. ქვეყნის კონსტიტუციის ნორმის თანახმად, აღნიშნულის შესახებ კოპაჩმა ქვედა პალატის პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომლის ფორმირება 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხდა. "ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების შედეგებს", - განაცხადა კოპაჩმა და აღნიშნა, რომ წარმატებებს უსურვებს არჩევნებში გამარჯვებულ ექსპრემიერ იაროსლავ კაჩინსკის პარტიას. მან ახალი კაბინეტის მთავარ ამოცანად უმუშევრობასთან ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, ფინანსური სტაბილურობა და ოჯახებზე ზრუნვა დაასახელა. კოპაჩის პარტიამ "სამოქალაქო პლატფორმამ" 2007 წლიდან პირველად დათმო გამარჯვება და ის არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა.

XS
SM
MD
LG