Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთი მეომრები აშშ-ის მხარდაჭერით ერაყის ქალაქ სინჯარში შევიდნენ


ჩრდილოეთი ერაყიდან იტყობინებიან, რომ ქურთაა ფეშმერგის რაზმებმა, აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერის შედეგად მოახერხეს, შესულიყვნენ ქალაქ სინჯარში. ეს ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამმიმართულებიანი იერიშის ნაწილია; ქურთთა ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ფეშმერგა ქალაქში ყველა მხრიდან შევიდა. როიტერსის კორესპონდენტი იმავეს იტყობინება. სინჯარზე გამავალი ავტომაგისტრალი მნიშვნელოვანი შემაკავშირებელი გზაა სირიაში რაკასა და ერაყში მოსულს შორის. ორივე ამ ქალაქში "ისლამური სახელმწიფოს" ჯარებია გამაგრებული. სინჯარი ექსტრემისტებმა დაიკავეს შარშან, რასაც მოჰყვა ათასობით ერაყელის და იეზიდთა უმცირესობის წარმომადგენლის დახოცვა და ათიათასობით ადამიანის განდევნა.

XS
SM
MD
LG