Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში მომხდარი თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა


ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა პარასკევს საღამოს პარიზში განხორციელებულ თავდასხმებზე, რომელთა შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა. დაჯგუფების მიერ 14 ნოემბერს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიშები განახორციელა „ჩვენმა რვა ძმამ, რომელსაც დანაღმული ქამრები და შემტევი იარაღი ჰქონდა“. განცხადების თანახმად, 13 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმები არის პასუხი მუსლიმთა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფასა და „ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე“ საავიაციო იერიშებზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ განხორციელდა. მან თავდასხმებს „საომარი მოქმედებები“ უწოდა. ოლანდის თქმით, თავდასხმები საზღვარგარეთში დაიგეგმა და იქიდან იმართებოდა საფრანგეთის შიგნიდან დახმარების მეშვეობით. პოლიციის თანახმად, დაიღუპა ასევე რვა თავდამსხმელი, რომელთაგან შვიდმა თავი აიფეთქა დანაღმული ქამრებით სხვადასხვა ადგილას, ერთი კი პოლიციამ მოკლა. ეს ყველაზე დიდი ტერორისტული თავდასხმაა საფრანგეთის ისტორიაში.

XS
SM
MD
LG