Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში პარასკევს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა


პარიზში პარასკევს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლი მეტი იქნება, ვინაიდან ჯერ ყველა დაღუპული არ ამოუცნიათ, 300-მდე დაჭრილიდან კი დაახლოებით 80 კრიტიკულ მდგომარეობაშია. პროკურატურის ცნობით, შვიდივე თავდამსხმელი დაიღუპა. ექვსმა თავი აიფეთქა, ერთი კი პოლიციამ მოკლა. სპეციალისტებით თქმით, თავდამსხმელები ძალიან კოორდინირებულად მოქმედებდნენ. 40 წუთის განმავლობაში განახორციელეს ექვსი თავდასხმა - სამი აფეთქება სტადიონთან და კიდევ სამი შეიარაღებული თავდასხმა, რომელთაგან ყველაზე სისხლიანი იყო საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანის“ ხელში ჩაგდება, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG