Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის განცხადებით სირიაში მყოფ ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიაში მყოფ ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს, მათ შორის "დიდი ოცეულის" წევრი რამდენიმე ქვეყანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებას "ტასი" ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ თემაზე მსჯელობა ანტალიაში იყო, სადაც "დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს სათანადო რეზოლუციების შესრულების საკითხები, რომლებიც რუსეთის ინიციატივით არის მიღებული.

XS
SM
MD
LG