Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ევროკავშირს სამხედრო დახმარებას თხოვს


პარიზში მომხდარი ტერაქტების ფონზე, საფრანგეთმა ევროკავშირს მიმართა დახმარების უპრეცედენტო თხოვნით სამხედრო და სხვა სფეროებში. საფრანგეთის მთავრობა დაეყრდნო ევროკავშირის ურთიერთდახმარების მუხლს, რომელიც აქამდე არ გამოყენებულა და რომელიც ბლოკის 28-ვე წევრს სთხოვს გაუწიოს დახმარება და აღმოუჩინოს მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყანას, რომელიც მის ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდება. თხოვნის გამოცხადებისას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა თქვა, ევროკავშირის პარტნიორებს შეუძლიათ დახმარება გაგვიწიონ „ან სირიასა და ერაყში საფრანგეთის ოპერაციებში მონაწილეობის მიღებით, ან საფრანგეთის სხვა ოპერაციებში მხარდაჭერით და მისი ტვირთის შემსუბუქებითო“. მინისტრი ამ განცხადებებით გამოვიდა 17 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო, „დე-პე-ა“იტყობინება, რომ იმავე დროს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ექსტრემისტულ დაჯგუფება, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში პარიზთან ითანამშრომლებს. ამავე ცნობით, პუტინმა სამშაბათს არმიას უბრძანა, საფრანგეთის ძალებს ისე მოექცნენ, როგორც მოკავშირეებს.

XS
SM
MD
LG