Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ვაშაკიძე საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაზე


ქეთევან ვაშაკიძე საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:31:04 0:00

18 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაზე, რომელიც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროკავშირისადმი და ევროკავშირის შესახებ ცოდნას. "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" გამოკვლევის შედეგების მისეულ ინტერპრეტაციას ნოემბრის ბოლოს შესთავაზებს საზოგადოებას. 17 ნოემბერს კი გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები პირველადი სახით. 2013 წლის მსგავსი გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა - 78%-დან 61%-მდე. ქეთევან ვაშაკიძე არ თვლის, რომ ეს დრამატულად დაბალი მაჩვენებელია და უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხზე.

XS
SM
MD
LG