Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ფიზიკოსს ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფოს ღალატისთვის


რუსეთში ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს ფიზიკოს მაქსიმ ლიუდომირსკის, რომელიც სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით იქნა გასამართლებული. სხვა დეტალები არ არის ცნობილი სასამართლო პროცესზე, რომელიც საქმის გასაიდუმლოების გამო დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ლიუდომირსკი შარშან დააკავეს. ის იყო სამეცნიერო-სამრეწველო კომპლექს „ელექტროოპტიკის“ მთავარი ინჟინერი და თანამესაკუთრე. კომპანიის ნაწარმს იყენებენ თანამედროვე შეიარაღებაში. ბოლო წლებში რუსეთში რამდენიმე ადამიანი დაადანაშაულეს სახელმწიფოს ღალატში, ან გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებაში. წელს სექტემბერში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს დაზვერვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, გენადი კრავცოვს, რომელიც სასამართლომ დამნაშავოდ ცნო დასავლეთისთვის ახალ კოსმოსურ ხომალდზე გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიწოდებისათვის.

XS
SM
MD
LG