Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ დაადგინა ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის მიზეზები


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე წლის მაისში ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინა, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და დამნაშავე პირი დააკავა. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული მამაკაცი სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. "ხასანას" სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის 30 მოზარდი, გამოიყვანეს.

XS
SM
MD
LG