Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ ბრიუსელში მიიღო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ კვირაში საქართველომ ბრიუსელში მიიღო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია, რომ მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს დადებითად გადაწყდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი. „რა თქმა უნდა, ამას შემდეგ დასჭირდება 28 ქვეყნის თანხმობა და დამატებითი დრო, მაგრამ ამ ეტაპზე ბრიუსელში ძალიან ოპტიმისტური განწყობაა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ბრიუსელში, ევროკავშირისა და ევროპარლამენტისგან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ითხოვდნენ, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებში საქართველომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მიიღოს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, ამის გამო საქართველოს მთავრობის წევრებთან საუბრისას გაოცება თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოხატეს. „ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა ხალხის და ქვეყნის მტრობა“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG